მაკიაჟის მოსაცილებელი მიცელარული ლოსიონი
Makeup Removing micellar water - Avene
ზომა:
200მლ; 400მლ
კომპანია:
AVENE - Pierre Fabre
კატეგორიები:
გამწმენდი და მაკიაჟის მოსაშორებელი უნივერსალური მიცელარული სითხე სახის, თვალის და ტუჩის კანისთვის (არ საჭიროებს ჩამობანას)
აღწერა
შინაგანი და გარეგანი აგრესიული ფაქტორების მუდმივი ან პერიოდული მოქმედება კანზე იწვევს მისი მგრძნობელობის მომატებას, რის შედეგადაც კანი კარგავს ჯანსაღ იერს და მიმზიდველობას.
ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:
ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:
• სტრესი, გადაღლილობა
• ჭუჭყი, მშრალი კლიმატი, ხისტი წყალი
• უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები, უხეში გამწმენდები
შედეგად კანი ხდება დაჭიმული, წითლდება და იწყება ქავილი. ამ შემთხვევაში კანს სჭირდება არააგრესიული ძალიან ნაზი გამწმენდი რომელიც აღადგენს მის ბალანსს.
სწორედ ასეთი გამწმენდი – ლოსიონ მიცელარი იქნა შექმნილი პიერ ფაბრის ლაბორატორიაში.
• შეიცავს დიდი რაოდენობით თერმულ წყალს, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
• შეიცავს ძალიან ნაზ გამწმენდ ინგრედიენტებს რომელიც ფაქიზად აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟს სახიდან, თვალიდან და ტუჩიდან.
• მისი ფორმულა შეიცავს გასუფთავებულ და მსუბუქ ინგრედიენტებს, რაც ანიჭებს კანს კომფორტს სინაზეს და ელასტიკურობას
შემადგენლობა: ავენის თერმული წყალი 96%, ალფა-ბისაბოლოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ნაზი გამწმენდი ბაზა (სურფაქტანტი).
გამოყენება: გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით სახე, თვალები ტუჩები და ყელი. შემდეგ შეისხურეთ თერმული წყალი.
რეკლამა