ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

რიგენფორტე ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი

Rigenforte Anti-Dandruff Shampoo

ზომა: 250 მლ

ეფექტურია როგორც ცხიმიანი, ისე მშრალი ქერტლის შემთხვევაში

აღწერა

შამპუნი უზრუნველყოფს სკალპის ნაზ წმენდას ზედმეტი ცხიმისა და ქერტლისგან, კანის ბუნებრივი ჰიდროლიპიდური ბალანსის დარღვევის გარეშე. არ იწვევს სიმშრალეს და ხელს უწყობს სკალპის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. ფორმულა ეფექტურია როგორც ცხიმიანი, ისე მშრალი ქერტლის შემთხვევაში. მისი მოქმედება განპირობებულია აქტიური კომპონენტით – პიროქტონ ოლამინით, რომელიც დადებითად მოქმედებს სკალპის მიკროფლორის ბალანსზე. აღნიშნული ინგრედიენტი ხელს უწყობს ქერტლის წარმოქმნის კონტროლს და თმის სტრუქტურის შენარჩუნებას.

შემადგენლობა: პიროქტონ ოლამინი, ბიოტინაქსი, მცენარეული ღეროვანი უჯრედები, კაპიქსილი™, პანთენოლი, მენთოლი.

არ შეიცავს: სილიკონს, საღებავებს, პარაბენს და აგრესიულ ქიმიკატებს

გამოყენების წესი:
წაისვით სველ თმაზე, ნაზად შეიზილეთ სკალპში და გააჩერეთ დაახლოებით 1 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
შამპუნს აქვს ფიზიოლოგიური pH და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყოველდღიურად.

ტესტირებულია კლინიკურად.

გაფრთხილება:
წარმოადგენს დერმოკოსმეტიკურ პროდუქტს, განკუთვნილია  მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ თვალში მოხვედრას.

 

კომპანია

პრაიმ ლაინ ჯორჯია

ქ. თბილისი ოთარ ლორთქიფანიძის 34ა.
რეკლამა