არკოვიტალ აცეროლა - ბუნებრივი პოლივიტამინი
02 დეკემბერი, 2022
აცეროლა ცნობილია ვიტამინებისა და მიკროელემენტების ძალიან მაღალი შემცველობით
აცეროლა (ბარბადოსული ალუბალი) წარმოადგენს მცენარეს, რომლის ნაყოფიც გარეგნულად ალუბლის, ხოლო თვისებებით - ციტრუსის მსგავსია. აცეროლა ცნობილია ვიტამინებისა და მიკროელემენტების ძალიან მაღალი შემცველობით. იგი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ერთი ჭიქა აცეროლას წვენი 50-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე იმავე რაოდენობით ფორთოხლის წვენი.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბუნებრივი C ვიტამინი 48%-ით მეტად შეიწოვება და 2-ჯერ ნელა გამოიყოფა, ვიდრე სინთეზური ასკორბინის მჟავა, ბუნებრივია, რომ ადამიანის ორგანიზმის დღიური ნორმის დასაკმაყოფილებლად საკმარისია აცეროლას 2-3 კენკრის მიღება.
გარდა C ვიტამინისა, აცეროლა დიდი რაოდენობით შეიცავს: რეტინოლს (A ვიტამინს), რაც აუცილებელია მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად, კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის; B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში; მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, მაგნიუმს, სელენს, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემებზე.
მდიდარი შემადგენლობის წყალობით აცეროლას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები - იგი ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმდებას ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ფრანგული კომპანია არკოფარმას პრეპარატი არკოვიტალ აცეროლა შეიცავს 1000მგ აცეროლას ნაყოფის ფხვნილს, რაც შეესაბამება 170მგ ბუნებრივ C ვიტამინს.
არკოვიტალ აცეროლას გამოყენება ეფექტურია: სეზონური ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ხშირად მოავადე ადამიანებში, ხანგრძლივი და მძიმე დაავადებების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.
არკოვიტალ აცეროლა წარმოადგენს 100%-ით მცენარეულ პროდუქტს. სასიამოვნო გემოს მქონე საღეჭი ტაბლეტები უსაფრთხოა ბავშვებისთვის (მიიღება 6 წლიდან), ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.
მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი.
არკოვიტალ აცეროლა მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის ქუჩა 34
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება