აივ სტატისტიკა 2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით
04 თებერვალი, 2020
საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აივ სტატისტიკა
2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის აღნიშნულ პერიოდში 41 შეთხვევა დაფიქსირდა.
სულ საქართველოსი რეგისტრირებულია 8150 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6081 მამაკაცია და 2069 ქალი.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1645 გარდაიცვალა.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
38.0 % (3093) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.4 % (3942) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (914) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (110) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (38) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3007 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1132; შემდეგ იმერეთში 982; აჭარაში 918; აფხაზეთში (525); კახეთში (402) ქვემო ქართლში (468); შიდა ქართლში (302); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4. დაუდგენელი – 2.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება