რა იწვევს აკნეს და როგორ ვებრძოლოთ მას - დაუსვით კითხვა ექიმს
21 ნოემბერი, 2018
ბლოგს - "შეკითხვა ექიმს" წარმოგიდგენთ ISISPHARMA - ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში შპს ჰიპოკრატე
ბლოგს - "შეკითხვა ექიმს" წარმოგიდგენთ ISISPHARMA - ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში შპს ჰიპოკრატე
დასვით კითხვები კომენტარებში
აკნე ანუ ფერიმჭამელა — თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია.
მიზეზი
ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა, რომელსაც ჰორმონული დარღვევები უწყობს ხელს. აკნეს განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა. აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ფოლიკულები კერატინით (გარქოვანებული ეპითელიუმი) და ცხიმით იხშობა. ჩნდება კომედონი.
მკურნალობა
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, რაც დერმატოლოგის პრეროგატივაა.
ეფექტური მკურნალობის აუცილებელი წინაპირობაა სწორი დიაგნოზის დასმა, რათა დადგინდეს აკნეს გამომწვევი მიზეზი
პროფილაქტიკა
ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმს, გაიმდიდრეთ რაციონი რძის ნაწარმით, ხილით, ბოსტნეულით.
ხელი არ ახლოთ გამონაყარს - მექანიკური მოცილებისას კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
კანის მოვლისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საშულებები.
რა იწვევს აკნეს, რა საშუალებებით არის შესაძლებელი აკნეს შეჩერება და მისი მკურნალობა?
დასვით კითხვები კომენტარებში
თქვენს კითხვებზე პასუხს გასცემს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის დერმატოვენეროლოგი ქალბატონი ლიკა ბარელაძე
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება