ალერგია თუ ვირუსი?
12 ოქტომბერი, 2025
ალერგიის სიმპტომები
შემოდგომის დადგომასთან ერთად, როდესაც ბუნებაში არსებული ალერგენები ჯერ კიდევ ზეგავლენას ახდენენ ადამიანზე, აქტიურდებიან ვირუსებიც
თუ თქვენ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
სურდო
გაჭედილი ცხვირი/უხვი გამონადენი ცხვირიდან
ცემინება
თვალების სიწითლე
ყელის ტკივილი
სასის ქავილი
ტემპერატურა
სისუსტე
მაშინ უნდა მოახდინოთ დაკვირვება და გამიჯნოთ ვირუსი გაქვთ თუ ალერგია. ამაში კი ჩვენი პოსტი დაგეხმარებათ.
თუ თქვენი სიმპტომები ერთ კვირაზე მეტხანს გრძელდება, ან თუ ისინი გარემოდან გამომდინარე ქრებიან ან ძლიერდებიან, შესაძლოა ალერგიას ან სინუსიტს ებრძოდეთ.
გაციებას ვირუსი იწვევს. როგორც წესი ვირუსული ინფექციის დროს, გარდა ცხვირისა და თვალის სიმპტომებისა, გამოხატულია კუნთების/სახსრების ტკივილი, ტემპერატურის მატება და სხვა. ალერგია კი - ალერგენების ზემოქმედებით არის გამოწვეული.
გაციებამ და ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს სინუსიტი, რომელიც ვითარდება სინუსების შეშუპების და ლორწოვანი გამონადენის გასქელებით და წიაღებში დაგროვებით, რაშიც პათოლოგიური ფლორა მრავლდება. მუქი ფერის გასქელებული ლორწოს დაგროვება სხვა სიმპტომებთან ერთად სახის მიდამოში ტკივილს იწევს.
ალერგიის ან ასთმის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ სინუსიტის განვითარების რისკი, რადგან მათი ცხვირის და სინუსების ქსოვილი შეიძლება შეშუპებული იყოს ისეთი გამღიზიანებლების შესუნთქვისას, როგორიცაა: ოთახის მტვერი, სარეველების მტვერი ან კვამლი.
სწორი დიაგნოზი და მკურნალობა ეფექტურ და სწრაფ გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება