მამაკაცის ცხოვრების სტილის გავლენა მის ნაყოფიერებაზე
17 აგვისტო, 2021
მამაკაცის ცხოვრების სტილს შეუძლია გავლენა მოახდინოს მის ნაყოფიერებაზე.
ნარკოტიკების, ალკოჰოლის, თამბაქოს მომხმარება არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორების, რაც უარყოფითად აისახება სპერმის ხარისხსა და რაოდენობაზე.
სპერმოგრამის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია:
ასთენოზოოსპერმია - სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითება;
ოლიგოზოოსპერმია - სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება;
ტეტაროზოოსპერმია - სპერმატოზოიდების მორფოლოგიის დარღვევა ანომალური ფორმების არსებობით.
მამაკაცმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს შემდეგ შემთხვევაში:
ხშირი, დაუცველი სქესობრივი კავშირების შედეგად, 1 წლის ან მეტის განმავლობაში, ვერ მოხერხდა ჩასახვა;
ერექციის ან ეაკულაციის პრობლემების, ლიბიდოს დაქვეითების (სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა) ან სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების დროს;
სათესლე ჯირკვლის ტკივილის, დისკომფორტის, შესიების დროს;
თუ ჩატარებული აქვს საზარდულის, სათესლე ჯირკვლის, პენისის ან სათესლე პარკის ქირურგიული ოპერაცია.
გახსოვდეთ, დროულად დაწყებული მკურნალობა მისი წარმატებით დასრულების საწინდარია!
ანდროზიტოლი პლუსი - ინოვაციური, უსაფრთხო და ეფექტური მიდგომა მამაკაცის უშვილობის მკურნალობაში!
აუმჯობესებს სპერმის ხარისხს;
ზრდის სპერმატოხოიდების რაოდენობას;
ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობას;
აუმჯობესებს სპერმატოზოიდების მორფოლოგიას;
იცავს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას ოქსიდაციური სტრესისაგან;
ეფექტურია სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის შესამცირებლად;
ზრდის ინ-ვიტრო ციკლების წარმატების მაჩვენებელს;
აწესრიგებს მეტაბოლურ ცვლას.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება