არკორელაქსი სტრესი - ნევროლოგიური პრობლემების დროს
13 თებერვალი, 2024
არკორელაქსი სტრესი - ფიტო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სტრესულ სიტუაციაში ნერვული სისტემის დასაცავად
არკორელაქსი სტრესი - ფიტო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სტრესულ სიტუაციაში ნერვული სისტემის დასაცავად, სტრესთან მარტივად ადაპტაციისა და გამკლავებისთვის.
არკორელაქსი სტრესის კონტროლის მოქმედება განპირობებულია მასში ორი ადაპტოგენური მცენარის შემცველობით მაგნიუმთან და B6 ვიტამინთან ერთად. ადაპტოგენური მცენარე ხასიათდება უნიკალური თვისებით - „მიხვდეს" რა ჭირდება ადამიანის ორგანიზმს სტრესულ სიტუაციაში საუკეთესო პასუხისთვის: ასტიმულირებს მას დაღლილობის, გამოფიტვის, ენერგიის ნაკლებობის დროს და ამშვიდებს დაძაბულობის მატების დროს.
არკორელაქს სტრესის კონტროლში შემავალი სიბერიული ჟენშენი ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ გამძლეობას (+26%), როდიოლა აძლიერებს ემოციურ რეზისტენტობას (+32%), მაგნიუმის გლიცეროფოსფატი B6 ვიტამინთან ერთად აქვეითებს დაღლილობის და „გამოფიტვის" შეგრძნებას.
არკორელაქსი სტრესი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. არ იწვევს მიჩვევას.
არკორელაქსის ყოველი 2 ტაბლეტი შეიცავს: სიბერიული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტს - 300მგ; როდიოლას ფესვის ექსტრაქტს - 180მგ; მაგნიუმს - 60მგ; B6 ვიტამინს - 1,4მგ.
შფოთვის და ზომიერი სტრესის დროს რეკომენდებულია დღიურად 2 ტაბლეტის მიღება დილაობით.
ინტენსიური სტრესის დროს (მაგალითად, მოახლოებული გამოცდები, სამსახურებრივი სტრესი): დასაშვებია დღიურად 3 ტაბლეტის მიღება (2 დილით, 1 საღამოს).
არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34
საიტზე https://arkopharma.ge/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 599 09 09 09
მედიკამენტი
არკორელაქსი სტრესი / Arkorelax Stress Control
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება