ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, რეგისტრაცია დაიწყო
03 აგვისტო, 2025
ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, რეგისტრაცია დაიწყო - ბენეფიციარებმა, პროცედურა, 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივად არის ორგანიზებული, რათა ბენეფიციარებმა შეძლონ სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა.
„ შევეცადეთ, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო რეგისტრაციის პროცესი და იმავდროულად, ყოფილიყო შესაძლებლობა, სრულად მოგვეძიებინა ინფორმაცია თითოეული იმ ბენეფიციარის შესახებ, რომელსაც სურს სახელმწიფოს პროგრამაში გადმოსვლა. ამ ინფორმაციის თავმოყრა აუცილებელია და უშუალოდ, ბენეფიციარის ინტერესებშია, რადგან მკურნალობის სწორად, სრულფასოვნად დაგეგმვას ისახავს მიზნად. ცვლილება, რაც არის ამ დროისთვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის - თუ კი სერვისებზე ხელმისაწვდომობას გარკვეულ საფასურად ახერხებდნენ, 15 აგვისტოდან, ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ეს მათთვის გახდება უფასო. შესაბამისად, დაიწყება მკურნალობის პროცესის დაგეგმვა, მკურნალობის განხორციელება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი მონახავს საკუთარ თავში ძალას, მიიღონ სახელმწიფოსგან გაწვდილი ხელი - რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული, საერთოდ არ იყვნენ დამოკიდებული ნარკოტიკზე. შესაბამისად, ეს მათთვის იქნება მიღწევადი მიზანი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ: ost.moh.gov.ge
ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებს - ადგილზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ დღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება