IgE - ანტისხეულები
10 ნოემბერი, 2025
იმუნოგლობულინი E
საერთო IgE (იმუნოგლობულინი E) არის ანტისხეული, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნურ პასუხში, განსაკუთრებით ალერგიული რეაქციების დროს.
IgE-ს საერთო ტესტი ადგენს სისხლში IgE ანტისხეულების საერთო რაოდენობას, ხოლო IgE-ს სპეციფიკური ტესტი განსაზღვრავს, თუ რამდენ IgE-ს გამოიმუშავებს ორგანიზმი კონკრეტული ალერგენის საპასუხოდ.
საერთო IgE -ის ფუნქცია
IgE ანტისხეულები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ალერგიულ რეაქციებში, ასევე ძირითადად მონაწილეობენ პარაზიტული ინფექციებისგან დაცვაში.
სისხლში საერთო IgE-ს დონის გაზომვა ხელს უწყობს ალერგიული მდგომარეობების იდენტიფიცირებას, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რომელი ალერგენი იწვევს რეაქციას.
საერთო IgE-ს ნორმალური დონე განსხვავდება ასაკის მიხედით, მაგრამ, როგორც წესი, მოზრდილებში 100 სე/მლ-ზე ნაკლებია.
რა იწვევს IgE-ს მატებას?
ალერგია (მაგალითად, ყვავილის მტვერი, მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველების ქერტლი და ა.შ)
პარაზიტული ინფექციები
ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება
გარკვეული პირველადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები
კანის დაავადებები, როგორიცაა ეგზემა.
სიმპტომები, რომელის დროსაც რეკომენდებულია IgE-ს განსაზღვრა:
მუდმივი ალერგია (ალერგიული სურდო, ბრონქული ასთმა, კვებითი ალერგია, ქრონიკული ურტიკარია, მედიკამენტური ალერგია, სეზონური მცენარეული ალერგია, ალერგია შინაურ ცხოელებზე, ალერგია მწერის ნაკბეზე, ალერგია ლატექსზე და სხვა);
აუხსნელი დერმატიტი ან კანზე გამონაყარი;
განმეორებადი სასუნთქი გზების პრობლემები
პარაზიტული ინფექციების არესბობაზე ეჭვი
შედეგების ინტერპრეტაცია
მაღალი საერთო IgE მიუთითებს ალერგიული რეაქციის ან სხვა დაკავშირებული მდგომარეობის შესაძლებლობაზე, მაგრამ სპეციფიკური ალერგენების დასადგენად საჭიროა დამატებითი ტესტები ( სისხლში სპეციფიკური IgE-ს განსაზღვრა, ან კანის სინჯები, ან მოლეკულური დიაგნოსტიკა).
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება