ინიციატივების ჩახშობა ბავშვებში
26 ოქტომბერი, 2022
ინიციატივების ჩახშობა ბავშვებში
მშობლები და მასწავლებლები ხშირად ჩივიან კონკრეტული ბავშვის შესახებ, რომ ის არის უმოტივაციო, დაუინტერესებელი, ზარმაცი და ა. შ. აღმოჩნდება, რომ ეს ბავშვი არის ძალიან კარგი შესაძლებლობების, კარგი რესურსის მქონე, შესანიშნავი მომავალი პიროვნება, მაგრამ ამას არ ამჟღავნებს. არ ამჟღავნებს სწორედ იმის გამო, რომ საკუთარი ინიციატივების ჩახშობის ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს: კითხვა დასვა და დასცინეს, აზრი გამოთქვა და, თუ არ დაამცირეს ან მისი აზრი არ უგულებელყვეს, არც წაახალისეს, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა ან შეცდომა ეღიარებინა. პირიქით, ბავშვს ყოველთვის აქვს შიში, რომ მისთვის ავტორიტეტული ადამიანები, მშობელი ან/და მასწავლებელი, ცუდად შეაფასებენ, დაადანაშაულებენ იმაში, რომ შეცდომა დაუშვა. ბავშვის თვალსაზრისით, ეს მის თვითშეფასებას არაღირებულს ხდის. ის ფიქრობს, რომ აღარ არის ღირებული არც მასწავლებლის, არც მშობლის თვალში და მათ ის აღარ ეყვარებათ.
ტექსტს, რომ „არავის ვუყვარვარ“, ახლა, მოზრდილ ასაკში უკვე აღარ ვამბობთ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობთ. ეს ჩვენი ბავშვობის ექოა, რომელიც გვეუბნება, რომ არავის უყვარხარ, შენ ყველაზე უსახური, უფერული ხარ. ადამიანის ბუნება საკუთარი თავისადმი ასეთ დამოკიდებულებას ვერ იტანს. ილუზია, რომ ყველას უნდა უყვარდე, მართალია, ზრდასთან ერთად ქრება, მაგრამ ბოლომდე არა. ხშირად ზრდასრულ ასაკშიც ჰგონიათ, რომ ყველას უნდა უყვარდეს და იმედგაცრუებას არაადეკვატური რეაგირებები მოჰყვება ხოლმე. მერე იწყება ან ერთ, ან მეორე პოლუსზე გადახრა და ინდივიდი იძულებულია, საკუთარ თავზე არაადეკვატური წარმოდგენა შეიქმნას.
წყარო: https://azrakibooks.ge
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება