ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მონაწილეობს
23 სექტემბერი, 2025
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-შია
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ამერიკული საერთაშორისო ფონდის “The Stirling Foundation“-ის დამფუძნებლებს შეხვდა. ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ისეთ სოციალურ მიმართულებებზე მუშაობს, როგორიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, ქალთა და ბავშვთა ხელშეწყობა და სხვა.
შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროსა და ფონდს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე – სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.
შეხვედრას, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში. მიხეილ სარჯველაძე, კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება