ჯანდაცვის სამინისტრო- ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ, 10 წლის შედეგები შეაჯამა-რელიზი
17 სექტემბერი, 2025
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ, 10 წლის შედეგები შეაჯამა
„10 წელი საქართველოში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დაწყებიდან“,- ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ, 10 წლის შედეგები შეაჯამა.
სტუმრებს სიტყვით ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც პროგრამის დაწყებაში, ისე მის განვითარებაში. დღეის მგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას.
შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვან სამომავლო მიზანს ქვეყნისთვის WMDA – მსოფლიოს ღეროვანი უჯრედების დონორთა რეგისტრში გაწევრიანება წარმოადგენს. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი რეგისტრის შექმნა საქართველოში განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს იმ პაციენტებს, ვისაც ნათესაური დონორი არ ჰყავთ და სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა უცხოეთში უწევთ.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება