კარდიოფობია - ანუ გულის ნევროზი
25 აპრილი, 2021
კარდიოფობია - ანუ გულის ნევროზი
გულის ნევროზი, იგივე კარდიოფობია ვეგეტოდისტონიის გამოვლენაა. იგი ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციის შედეგია, დაკავშირებულია ფსიქო-ემოციურ სტრესთან და ძირითადად, ახალგაზრდა ადამიანებში იჩენს თავს.
გულის ნევროზის გამომწვევი მიზეზებია:
• ფსიქო-ემოციურ სტრესი
• ჰორმონული დისფუნქცია
• ქრონიკური ინფექციები
• გადაღლა, შფოთვა
• სტრესულ გარემოში მუშაობა/ცხოვრება
• უძილობა
• ამინდის ცვალებადობა
• ალკოჰოლის ჭარბად მიღება
• კოფეინის ჭარბად მიღება
• მემკვიდრეობა
• მენსტრუაციის წინა პერიოდი
გულის ნევროზის არსებობის დროს აღინიშნება მრავალფეროვანი ჩივილები. მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებისათვის დამახასიათებელი ჩივილებიც, რაც საჭიროებს გარკვეულ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს გულის პათოლოგიის გამოსარიცხად. შემთხვევათა უმრავლესობაში, გულმკერდის მიდამოში აღმოცენებული დისკომფორტი სხვადასხვა ხასიათისა (ჩხვლეტა, წვა, ზეწოლა) და ხანგრძლივობისაა (რამდენიმე წამიდან - რამდენიმე საათამდე). ასეთი ტიპის ტკივილი ნაკლებად არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან, პირიქით, ის ქრება პაციენტის საქმიანობისა და ფიზიკური აქტივობის დროს.
გულის ნევროზის სიმპტომები
• ჰაერის უკმარისობა
• გულის ფრიალი
• თავბრუხვევა
• ხშირი მთქნარება
• გონების ხანმოკლე დაკარგვა
• დაღლილობა
• ოფლიანობა
• ზოგადი სისუსტე
• არტერიული წნევის ცვალებადობა ( მაღლა აწევა/დაწევა)
გაითვალისწინეთ, ასეთი ჩივილების დროს სასურველია, ჩაიტაროთ გამოკვლევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოსარიცხად. გულის ნევროზის მკურნალობის კურსი მოიცავს როგორც მედიკამენტურ მკურნალობას, ასევე - ფსიქოთერაპიას.
რეკომენდაცია
დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი: დაკავდით ფიზიკური აქტივობით, ისეირნეთ, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე, იკვებეთ ჯანსაღად და სწორად, დააბალანსეთ სამუშაო და დასვენების საათები, შეზღუდეთ ალკოჰოლის, ყავის, ენერგეტიკული სასმელების მიღება, იძინეთ არანაკლებ 8 საათისა.
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება