ხელოვნებით თერაპიის შეხვედრები ზრდასრულთათვის
08 სექტემბერი, 2025
თერაპიის სახლი გთავაზობთ ხელოვნებით თერაპიის შეხვედრებს ზრდასრულთათვის
თერაპიის სახლი გთავაზობთ ხელოვნებით თერაპიის შეხვედრებს ზრდასრულთათვის
ჯგუფი არის ყველასთვის, ვისაც სურს ჩაერთოს შემოქმედებით პროცესებში და ყოველდღიურობის რუტინული ერთფეროვნებიდან საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ გადადგას ნაბიჯი.
შეხვედრებზე სამი ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ:
თიხით პლასტიური ფორმირება და ძერწვა,
წყლის საღებავებით და პასტელებით ხატვა,
ფორმების ხატვა.
დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს.
თერაპიული ტექნიკები არ მოითხოვს წინასწარ შემოქმედებით სფეროში მუშაობის გამოცდილებას ან რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას.
შემოქმედებით პროცესებში ჩართვა ყოველდღიურობისგან მოწყვეტისა და განსაკუთრებულ გამოცდილებებზე გადართვის საუკეთესო გზაა.
ჯგუფის შეხვედრებს უძღვება ხელოვნებით თერაპევტი მარიამ ლორია. მას როგორც ბავშვებთან, ისე ზრდასრულებთან შემოქმედებითი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მუშაობს სპეციალური თერაპიული პროგრამებით ჯგუფებთან და ინდივიდუალურად.
საუკეთესო გამოცდილებისა და შემოქმედებითი გზის გავლისთვის სასურველია დროის ერთიდაიგივე ინტერვალით თერაპიული კურსის გავლა, განსაკუთრებული საჭიროების ან ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური ვიზიტის დაჯავშნა.
მისამართი: თბილისი, კ.კეკელიძის 54 ა
დაგვიკავშირდით ნომერზე : 322 011 330
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება