ხორბლის მიმართ ალერგია
22 მაისი, 2020
ხორბლის მიმართ ალერგია
რა უნდა ვიცოდეთ
შედის ყველაზე ალერგიული პროდუქტების დიდ რვიანში!
(რძე, კვერცხი, თევზი, სოიო, ხორბალი, კიბორჩხალები და მოლუსკები (Shellfish), არაქისი, თხილეული) ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული ბავშვთა კვების ალერგიაა, მაგრამ შეიძლება მოზრდილებშიც გამოვლინდეს
ხორბლის ალერგიის სიპტომები შეიძლება იყოს:
- სუნთქვის გაძნელება,
- ცხვირიდან გამონადენი ან გაჭედილობა
- ჭინჭრის ციება ან/და კვინკეს შეშუპება
- ატოპიური დერმატიტი,
- მუცლის შებერილობა და გულისრევა
იშვიათ შემთხვევაში ანაფლიაქსიით (სიცოცხლისთვის საშიში რეაქციით)!
ხორბლის მიმართ ალერგიის მქონე პაციენებში, შესაძლოა შეგვხდეს:
- მცხობელთა ასთმა (განმეორებითი ხორბლის ფქვილის შესუნთქვის დროს გამოვლენილი მსტვინავი ხიხინი)
- ფიზიკურ დატვირთვასთან ასოცირებული ხორბლის ალერგია (სიმპტომები ვლინდება მხოლოდ მაშინ, თუკი პაციენტმა მიირთვა ხორბლისაგან დამზადებული პროდუქტები და შემდეგ დაიტვირთა ფიზიკურად)
- ხორბლის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტს, როგორც წესი არ აღენიშნებათ რეაქცია სხვა მარცვლეულზე, მაგ. ჭვავი, შვრია, ქერი, სიმინდი.
- ხორბლის ცილების შესაძლო წყარო, შეიძლება იყოს შემდეგი საკვები პროდუქტები (რეკომენდებულია მათი თავიდან აცილება):
გამომცხვარი პროდუქტები, მათ შორის, ნამცხვრები, კრეკერები, დონატები, მაფინები, კრეკერი, საცობები, ვაფლები და პური,ხინკალი;
- საუზმის მარცვლეული;
- ლუდი, ალაო;
- ყავის შემცვლელები, მდნარი რძე და შოკოლადის სასმელის დაუყოვნებელი მიქსები
- სოუსები, სოიოს სოუსი;
- მაკარონი, ნუდლსები, რომლებიც მზადდება ხორბლისაგან;-
- ჟელატინიზირებული სახამებლების შემცველი პროდუქტები;
- ჰიდროლიზებული ცილები, დამუშვებული ხორცი, ჰოტდოგები, ხორცისა და კრევეტების შემცვლელები;
- მონოსოდიუმის გლუტამატი;
- ბუნებრივი არომატიზატორები;
გლუტეინი არის ცილა, რომელიც ისეთი მარცვლოვნების შემადგენლობაშია როგორებიცაა ხორბალი, ჭვავი, ალაო და ქერი.
გლუტეინის მიმართ რეაქცია შეიძება გამოვლინდეს სხვადასხვა დაავადებებით: ცელიაკია, გლუტეინის მიმართ ინტოლერანტობა, ხორბლის ალერგია და ისინი ყველა სხვადასხვა მდგომარეობებია.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება