ლიმონი – გემრიელი წამალი
16 ნოემბერი, 2017
ლიმონი – გემრიელი წამალი
ის ძლიერი ანტიოქსიდანტია. C ვიტამინის წყალობით გამომუშავდება კოლაგენი. ამერიკის გულის ასოციაციის ინფორმაციით, ციტრუსი ქალბატონებში იშემიური ინსულტის რისკს ამცირებს. მკვლევარები ამ დასკვნამდე 70 000 ქალბატონზე დაკვირვების შემდეგ მივიდნენ. ექსპერიმენტი 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. კვლევამ ცხადყო, რომ ციტრუსის მოყვარულთა ჯგუფში 19%–ით დაბალი იყო იშემიური ინსულტის მაჩვენებელი.
ლიმონი კოლაგენის გამომუშავებაზე ზრუნავს, რომლის წყალობითაც ლამაზი და ჯანსაღი კანით საჩუქრდებით.
რკინის დეფიციტისგან თავი რომ დაიცვათ ისპანახისა და ბარდის სალათი მიირთვით, რომელიც ლიმონის წვენით იქნება შეზავებული. ამ ინგრედიენტების წყალობით ორგანიზმს C ვიტამინითა და რკინით გაამდიდრებთ.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად სასურველია, თქვენი კვების რაციონში ჩართოთ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები და მათ შორის ლიმონი!
გაითვალისწინეთ, რომ ლიმონში დიდი რაოდენობითაა მჟავა, შესაბამისად, მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომელთაც პირის ღრუში წყლული აქვთ ან გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადება აწუხებთ.
წყარო: https://kirurgia.ge/
კლინიკა
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება