„მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება“
09 ივნისი, 2020
„მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება“ - თამარ გაგოშიძის რჩევები
ყველა მშობელს სურს შვილებს სწავლის მიმართ ინტერესი გაუღვიძოს და მოტივაცია გაუზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მისი აკადემიური წარმატება თუ წარუმატებლობა სახლის გარემოზეც არის დამოკიდებული.
გვესაუბრება ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თამარ გაგოშიძე.
„მშობლების და მასწავლებლების მიდგომა დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე. სუსტი ბავშვი არ არსებობს. თუ ბავშვს არ აინტერესებს რომელიმე საგანი, ეს არა ბავშვის, არამედ პედაგოგის და მშობლის დამოკიდებულამ განაპირობა. მასწავლებლებს აქვთ დამოკიდებულება და ტონი, რომელსაც ბავშვი გრძნობს და მას უჩნდება თვითშეფასება ამა თუ იმ საგანთან დაკავშირებით. დაბალი თვითშეფასება ბავშვს სწავლის მიმართ ინტერესს უქვეითებს.
ბავშვისთვის ლეგიტიმური უნდა იყოს შეცდომა. ნორმალური სკოლა ორიენტირებულია საშუალო მოსწავლეზე, სკოლამ მას მოტივაცია უნდა შეუქმნას და ბავშვს არ უნდა შეეშინდეს კითხვის დასმის ან პასუხის გაცემის. ეს გარემოება სწორედ მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შექმნან. მასწავლებლებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვების ერთმანეთისგან შედარებისგან. ბავშვის შედარება შეიძლება მხოლოდ მისსავე თავთან. მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება, ეს არ არის კარგი, სწორედ ეს ფაქტორი უგდებს ბავშვს მოტივაციას“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.
წყარო: https://fortuna.ge/
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება