ორსულობა და ყავა
07 სექტემბერი, 2020
ორსულობა და ყავა
თუ თქვენ ხართ ორსული ქალბატონი, რომლის ცხოვრებისეული და ყოველდღიური დოზა 2-3 და მეტი ფინჯანი ყავით განისაზღვრება, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – ხომ არ ავნებს ეს ჩემს პატარას?
გვესაუბრება ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი თათია ცხომელიძე.
- რამდენად დასაშვებია კოფეინი ან ჩაი ორსულობის დროს?
- ორსულობის დროს ჭარბი რაოდენობით მისი მიღება არ არის რეკომენდებული. ვურჩევდით ორსულ ქალბატონებს, ყოველდრიურად ყავის მოხმარებისგან თავი შეიკავონ. უმჯობესია, კვირაში მხოლოდ 3-4 ჭიქა მიირთვათ, ასევე დაშვებულია უკოფეინო ყავის მიღებაც.
გაითვალისწინეთ, რომ კოფეინს შეიცავს ისეთი სასურსათო პროდუქტი, როგორიცაა:
- ზოგიერთი შოკოლადი;
- ჩაი;
- კოკა-კოლა;
- სოდიანი სასმელი;
- ენერგეტიკული სასმელი.
სცადეთ, ჩაანაცვლოთ იგი ნატურალური წვენებით ან კაკაოთი.
ენერგეტიკული და გაზიანი სასმელების მიღება უნდა შეიზღუდოს მაქსიმალურად.
- როგორია კოფეინის რაოდენობის მაჩვენებელი ზოგიერთ სასმელში?
- ორსულმა ქალბატონმა, რომელიც ჭარბი რაოდენობით იღებს კოფეინის შემცველ სასმელებს (> 300 მგ/დღეში), მიზანშეწონილია, შეზღუდოს მისი დღიური მიღება, რათა შეამციროს ორსულობის შეწყვეტისა და მცირე წონის ახალშობილის გაჩენის რისკი.
იგი ძირითადად შედის ყავის და ნაწილობრივ ჩაის, უალკოჰოლო სასმელებისა და შოკოლადის შემადგენლობაში:
- 1 ჭიქა ხსნადი ყავა – 100 მგ;
- 1 ჭიქა ფილტრიანი ყავა – 140 მგ;
- 1 ჭიქა ჩაი – 75 მგ;
- 1 ქილა კოკა-კოლა – 40 მგ;
ენერგეტიკული სასმელის 1 ქილა (250 მლ) – 80 მგ-მდე - უფრო დიდი ქილა შეიძლება შეიცავდეს 160 მგ-ს.
ასევე, 1 ფინჯანი ხსნადი ყავა შეიცავს ≈ 60 მგ კოფეინს, თუმცა, ზოგიერთი ყავის ბრენდის 1 ფინჯანი შეიცავს 150 მგ კოფეინს. 250 მლ ჩაი ან სხვა უალკოჰოლო სასმელები შეიცავს
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები სტანდარტი არ არის და აუცილებელია, თუნდაც, 1 ფილა შოკოლადის შეძენისას შეფუთვაზე გადაამოწმოთ შემცველობის მაჩვენებელი.
- რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ყავის მიღება ორსულობის პერიოდში?
- გაითვალისწინეთ, რომ კოფეინი აფერხებს კალციუმის შეწოვას, რაც განსაკუთრებით საზიანოა ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის და მისი მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ორსულობა მიმდინარეობს ტოქსიკოზით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით და ღებინებით;
- მაღალი არტერიული წნევის დროს;
- გასტრიტისა და მომატებული მჟავიანობის დროს;
- მცირე წონის ნაყოფის შემთხვევაში.
თუ გულდასმით დაიცავთ ჩვენს რეკომენდაციებს, ყავისადმი თქვენი სიყვარული დადებითად აისახება თქვენი ორსულობის მიმდინარეობაზე.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება