ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ორსულობის ჩვეული შეწყვეტა PRL დეფინიცია

15 ოქტომბერი, 2025

ორსულობის ჩვეული შეწყვეტის მიზეზები

ორი და მეტი თანმიმდევრული ორსულობის  თვითნებითი შეწყვეტა ანამნეზში,რომელიც ხორციელდება ორსულობის ვადის 20კვირამდე, აღნიშნული შეწყვეტილი ორსულობა უნდა იყოს დადასტურებული ულტრაბგერით/მორფოლოგიური  ან ჰორმონალური B-HCG  კვლევით.

PLT-გამომწვევი 6 ძირითადი  მიზეზი არსებობს ;

 

ქრომოსომული აბერაციები
50-60%  შეადგენს, რაც განპირობებულია ძირითადათ ემბრიონის განვითარების ანომალიებით, როგორც გენეტიკური ასევე შეძენილი ფაქტორით გამოწვეული, ისეთი როგორიცაა; გარემო პირობების, მედიკამენტოზური და სხვა უარყოფითი ხელშემშლელი ფაქტორებით,უპირატესად  ორსულობის  ადრეული 8-10კვ. ვადებზე, რეკომედებულია მშობლების კარიოტიპირება, არსებული ემბრიონის ქსოვილის ქრომოსომული ანალიზი და ა.შ

 

გენიტალური სისტემის, კერძოთ საშვილოსნოს განვითარების ანომალიით გამოწვეული ორსულობის შეწყვეტა, რომელიც ხელს უშლის ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში ნორმალურ ზრდა- განვითარებას,როგორც მექანიკური ხელშემშლელი ფაქტორი. მაგ: საშვილოსბნოს ღრუში არსებული ძგიდე,მიომა რომელიც იწვევს ს/ ღრუს დეფორმაციას, ს/ყელის უკმარისობა და სხვა., რომლის დადგენა მარტივად შესაძლებელია ინსტუმენტალური კვლევით ისეთი როგორიც არის ულტრასონოგრაფიის,ჰისტეროსკოპია  მაგნიტორეზონანსული კომპიუტერული კვლევა,შემდგომი ქირურგიული მკურნალობით.

 

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;
მისი  კვლევა ხორციელდება სისხლში ანტისხეულების დეტექციის გზით;  მგლურას ანტიკოაგულანტი,ანტიკარდიოლიპინური და ანტი-  B2 ანტიკარდიოლიპინების G I  ანტისხეულების დადგენით,მნიშვნელოვანია მისი სერიული 12 კვირიანი ინტერვალით კვლევა,რათა დადასტურდეს რეალურად დიაგნოზის არსებობა და შეირჩეს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული საჭირო მკურნალობა მიღებული ორსულობის პროლონგირების მიზნით.(  ACOG 2022წ)

 

ჰორმონალურ/ მეტაბოლური დარღვევები
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, დიაბეტი , საკვერცხეების პოლიცისტოზური დაავადება PჩOშ, ჰიპერპროლაქტინემია და სხვა. რომელთა კუპირება შესაძლებელია შესაბამისი პროტოკოლებზე დაყრდნობით. (ACOG )

 

თრომბოფილია და მისი ოჯახური ანამნეზი; 
ანტითრომბინის დეფიციტი, ლეიდენის ფაქტორის ჰომოზიგოტური  და პროთრომბინი G20210A ჰომოზიგოტური ფორმა,პროტეინ  C   და  S  დეფიციტი.
გაურკვეველი მიზეზით ანუ უცნობი ეტიოლოგით შეწყვეტილი ორსულობა,რომლის პროცენტი საკმაოდ მაღალია და უტოლდება 50-60%. მნიშვნელოვანია    მიზეზის დადგენა, რათა მიზან მიმართული, ეტაპობრივი მკურნალობის შედეგად მიღებული იქნეს სასურველი ორსულობა და შერჩეული იქნეს ორსულობის  პროლონგირებისკენ მიმართული  სრულფასოვანი  გეგმა .

 

არსებობს კვლევები და მკურნალობის მიდგომის ცალკეული მეთოდები,რომელთა ეფექტურობა დადასტურებული არ იქნა  (ACOG /ASRM /WHO  მიხედვით). მაგალითად ,ორსულობის ჩვეული შეწყვეტის დიაგნოზით  PLT -დროს არაეფექტური ტესტებია; TORCH- ინფექციების რუტინული კვლევა,ურეოპლაზმის / მიკოპლაზმის ,ჰომოცისტეინის დონის განსაზღვრა სისხლში, NK-უჯრედების კვლევა  და სხვა…

 

ასევე ემპირიული თერაპია ჰეპარინი,ასპირინი არ არის რეკომენდირებულია თუ არ არის დადასტურებული შეძენილი თრომბოფილია- ანტიფოფოლიპიდური სინდრომი/თანდაყოლილი თრომბოფილია იმუნოთერაპია,ფიტო და ვიტამინოთერაპია.ასევე განეკუთვნება არაეფექტურ დამხმარე საშუალებებს,რომელთა ეფექტურობა დადასტურებული არ არის.( WHO/ACOG/ASRM  მიხედვით). მიუხედავად მიზეზებისა სრულფასოვნი კომპლექსური მიდგომით 60-70% შემთხვევათა ორსულობის რიცხვი სრულდება დამაკმაყოფილებლად, ცოცხალი ჯამრთელი შთამომავლობის მიღებით.

 

სტატიის ავტორი: ნინო იამანიძე- მეან-გინეკოლოგი