ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ზრუნვის სააგენტომ, 90-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა გამართა
11 დეკემბერი, 2025
90-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, 90-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრებში მონაწილეობა 2 720-მა პირმა მიიღო.
კამპანია, მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებასა და ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციას.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
კამპანიის ფარგლებში გავრცელდა საინფორმაციო მასალები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით დამზადდა. ტელე და რადიო არხებზე განთავსდა სოციალური ვიდეო და აუდიო რგოლები „ძალადობის მსხვერპლთა დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზის - 116 006“ შესახებ.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შეხვედრების გამართვას სხვადასხვა ჯგუფებთან.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ