რა არის მიოკარდიტი?
06 ნოემბერი, 2025
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთებაა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის მიმდინარეობის ან გადატანის შემდეგაც კი და ხშირად სერიოზულ გართულებებს იწვევდეს.
თუ ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გაციებით მიმდინარე ან გრიპის მსგავსი ვირუსული ინფექცია და შეამჩნიეთ შემდეგი ნიშნები, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს:
ქოშინი (სუნთქვის გაძნელება);
ქვედა კიდურების შეშუპება (ფეხების შეშუპება);
მკერდის შებოჭილობა;
გულმკერდის ტკივილი (მოჭერისა და წვის შეგრძნება);
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
არითმიის შეგრძნება( გულისცემის აჩქარება, შენელება, ჩავარდნა)
ასთენია (დაღლილობა);
ადვილად დაღლა მსუბუქი დატვირთვის დროსაც კი;
ცხელება, ოფლიანიობა.
მიოკარდიტის დროს შესაძლოა დაზიანდეს გულის ელექტრული სისტემა - ანუ ის მექანიზმი, რომელიც არეგულირებს გულისცემის რითმსა და სიხშირეს. ასეთი დარღვევის შედეგად ჩნდება სხვადასხვა ტიპის არითმიები. (ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში არითმიაც კი)
მიოკარდიტის სიმპტომების უარყიფა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ დროული დიაგნოზი და ექიმთან კონსულტაცია გადამწყვეტია.
თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები - ნუ გადადებთ! მიმართეთ კარდიოლოგს.
კლინიკაში ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 240 23 22
ჩვენი მისამართია: თბილისი, ნინო ჯავახიშვილის ქ. №1
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება