რა არის რეინოს ფენომენი?
06 ნოემბერი, 2025
რეინოს ფენომენი
რეინოს ფენომენი არის მდგომარეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მცირე დიამეტრის სისხლძარღვების სპაზმი. მაპროვოცირებელი ფაქტორებია გარემოს დაბალი ტემპერატურა და ემოციური სტრესი.
კლინიკურად ის ვლინდება ხელის ან ფეხის თითების ფერის ცვლილებებით, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, დაბუჟება და მგრძნობელობის დაქვეითება.
რეინოს ფენომენი არსებობს ორ ფორმად:
პირველადი (რეინოს დაავადება) - როცა მდგომარეობა დამოუკიდებელია და არ უკავშირდება სხვა პათოლოგიას.
უმეტესად გვხვდება ახალგაზრდებში (მოზარდები ან 30 წლამდე ასაკი) და ძირითადად ქალებში.
მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს ცხოვრების ხარისხის დაქვეითება. ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობა მსუბუქია და დროთა განმავლობაში შესაძლოა თავისთავად უკუგანვითარდეს.
მეორადი (რეინოს სინდრომი) - ვითარდება სხვა დაავადებების ფონზე, როგორიცაა:
აუტოიმუნური დაავადებები (სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა)
ჰემატოლოგიური დაავადებები (კრიოგლობულინემია, პარანეოპლაზიური სინდრომი)
ჰიპოთირეოიდიზმი
ათეროსკლეროზი, ვასკულიტი, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი
გულმკერიდან გამოსვლის სინდრომი
მაჯის გვირაბის სინდრომი
მედიკამენტების გავლენა (კოკაინი, ნიკოტინი, ინტერფერონი, ქიმიოთერაპიის ზოგიერთი პრეპარატი)
აუტოიმუნური ჰეპატიტები
შაქრიანი დიაბეტი
რეინოს ფენომენის შემჩნევის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კონსულტაცია, რათა დადგინდეს მიზეზი და შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 032 288 09 09
მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება