ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
რაზე მიუთითებს სხეულის ზოგიერთ ნაწილში უფრო მეტი ცხიმის დაგროვება და რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს

რაზე მიუთითებს სხეულის ზოგიერთ ნაწილში უფრო მეტი ცხიმის დაგროვება და რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს

12 ივლისი, 2023

რაზე მიუთითებს სხეულის ზოგიერთ ნაწილში უფრო მეტი ცხიმის დაგროვება და რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს

ჭარ­ბი წონა, ზედ­მე­ტი ცხი­მი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. რა არის ზო­გა­დად ცხი­მი ორ­გა­ნიზ­მში, რა წარ­მოქ­მნის მას და რას იწ­ვევს - ამ სა­კი­თხი­თან და­კავ­ში­რე­ბულ ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ხა­ბე­იშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. ასე­ვე გან­ვი­ხი­ლათ თე­მას, თუ რა­ტომ ნა­წილ­დე­ბა ცხი­მი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არა­თა­ნაბ­რად და რაზე მი­ა­ნიშ­ნებს ეს.

"ცხი­მი ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. იგი ლი­პოპ­რო­ტე­ი­ნე­ბის სა­ხით სის­ხლშიც ცირ­კუ­ლი­რებს. ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ას­რუ­ლებს არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფუნ­ქცია ორ­გა­ნიზ­მში: წარ­მო­ად­გენს ენერ­გი­ის წყა­როს, იცავს უჯრედს და ორ­გა­ნო­ებს და­ზი­ა­ნე­ბის­გან; მო­ნა­წი­ლე­ობს თერ­მო-რე­გუ­ლა­ცი­ა­ში, ნახ­შირ­წყლე­ბის ცვლა­სა და სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნე­ბის სინ­თეზ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა წარ­მოქ­მნის მას, მოკ­ლედ რომ ავ­ხსნათ: ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი საკ­ვე­ბი სა­ბო­ლო­ოდ იშ­ლე­ბა გლუ­კო­ზამ­დე, ჭარ­ბი გლუ­კო­ზა ცხი­მო­ვან ქსო­ვილ­ში გარ­და­იქ­მნე­ბა ცხი­მო­ვან მჟა­ვე­ბად ჰორ­მონ ინ­სუ­ლი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით, რაც ქმნის ცხი­მო­ვან ქსო­ვილს. ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­გა­ნიზ­მის­თვის, მა­შინ რო­დე­საც მის ჭარბ რა­ო­დე­ნო­ბას შე­უძ­ლია დიდი საფრ­თხე შე­უქ­მნას ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას“ - გან­მარ­ტავს ნინო ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

მკი­თხვე­ლი ალ­ბათ იკი­თხავს, რა რა­ო­დე­ნო­ბის ცხი­მი მი­იჩ­ნე­ვა ნორ­მად? ამა­ზე ექი­მი გვპა­სუ­ხობს:
"ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მის ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მერ­ყე­ობს და­ახ­ლო­ე­ბით 10-დან 35%-მდე, ასა­კის და სქე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ით­ვლე­ბა, რომ ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 9%-ით მეტი ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლია სა­ჭი­რო იმა­ვე ასა­კის მა­მა­კაც­თან შე­და­რე­ბით, რომ მის­მა რეპ­რო­დუქ­ცი­ულ­მა სის­ტე­მამ ნორ­მა­ლუ­რად იფუნ­ქცი­ო­ნი­როს“ - გვე­უბ­ნე­ბა ნინო ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცებ­ში, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, ცხი­მის ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცენ­ტუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბა სა­შუ­ა­ლოდ 10-დან 25%-მდე მერ­ყე­ობს, ხოლო ქა­ლე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლოდ 20-დან 35 %-მდე მერ­ყე­ობს. ცხი­მის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის გან­სა­ზღვრა ორ­გა­ნიზ­მში გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა და იშ­ვი­ა­თად აქვს პრაქ­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. მე­თო­დე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა მისი გან­სა­ზღვრა (მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, დექ­სა და ა.შ.) საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბია, რის გა­მოც ისი­ნი იშ­ვი­ა­თად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში. საკ­მა­რი­სია მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბით გა­მოვ­თვა­ლოთ სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი და გავ­ზო­მოთ მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა.

"მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ დას­კვნა გა­მო­ვი­ტა­ნოთ, რა სა­ხის და ხა­რის­ხის სიმ­სუქ­ნეს­თან გვაქვს საქ­მე. მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა იზო­მე­ბა მო­დუ­ნე­ბულ მუ­ცელ­ზე, ჭი­პის დო­ნე­ზე. მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ნორ­მად მიჩ­ნე­უ­ლია <102 სმ, ხოლო ქა­ლე­ბის­თვის - <88სმ."

რა იწ­ვევს იმას, რომ ცხი­მი სხე­ულ­ში არა­თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა? ამ შემ­თხვე­ვა­ში რას­თან გვაქვს საქ­მე?
სიმ­სუქ­ნის დროს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში ცხი­მის არა­თა­ნა­ბა­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბის მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ძვრე­ბია. იმის მი­ხედ­ვით ცხი­მი უმე­ტე­სად ნა­წილ­დე­ბა მუ­ცელ­ზე, თუ ბარ­ძა­ყის და თე­ძოს არე­ში, გა­მო­ყო­ფენ სიმ­სუქ­ნის 2 ძი­რი­თად ტიპს: მა­მა­კა­ცუ­რი (იგი­ვე: ან­დრო­ი­დუ­ლი, ცენ­ტრა­ლუ­რი, ვის­ცე­რუ­ლი, ვაშ­ლი­სებ­რი) და ქა­ლუ­რი (იგი­ვე: გი­ნო­ი­დუ­რი, მსხლი­სებ­რი) ტი­პის სიმ­სუქ­ნე. ორი­ვე სქე­სის ადა­მი­ან­ში ორი­ვე ტი­პის სიმ­სუქ­ნე გვხვდე­ბა.

"მა­მა­კა­ცუ­რი სიმ­სუქ­ნის" დროს ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ჭარ­ბად ვი­თარ­დე­ბა მუც­ლის არე­ში, ასე­ვე გულ-მკერ­დის, კის­რის და ზემო კი­დუ­რე­ბის არე­შიც. აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმ­სუქ­ნის დროს კან­ქვე­შა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის გარ­და ჭარ­ბად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ვის­ცე­რუ­ლი ცხი­მი, ანუ ცხი­მი, რო­მე­ლიც ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს გარს ეკ­ვრის. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცხი­მი წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ის არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ინ­სუ­ლინ-რე­ზის­ტენ­ტო­ბა­ზე, სის­ხლში იმა­ტებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დონე, ზი­ან­დე­ბა სის­ხლძარ­ღვის კე­დე­ლი და იზ­რდე­ბა არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, ინ­ფარ­ქტის, ინ­სულ­ტის, ზო­გი­ერ­თი სიმ­სივ­ნის და უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის ალ­ბა­თო­ბა.

ქა­ლებ­ში ან­დრო­ი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნის დროს სის­ხლში მა­ტუ­ლობს მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნის - ტეს­ტოს­ტე­რო­ნის კონ­ცენ­ტრა­ცია, ამი­ტომ ასეთ დროს გო­გო­ნებ­ში ხში­რად აღი­ნიშ­ნე­ბა ჭარბთმი­ა­ნო­ბა, აკ­ნეს ტი­პის გა­მო­ნა­ყა­რი და მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის რე­გუ­ლა­რო­ბის დარ­ღვე­ვა. ან­დრო­ი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სის გა­მოთ­ვლას­თან ერ­თად, გავ­ზო­მოთ მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა. "ქა­ლუ­რი ტი­პის სიმ­სუქ­ნის" დროს ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი უმე­ტე­სად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია თე­ძოს და ბარ­ძა­ყის მი­და­მო­ში, ქა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის სიმ­სუქ­ნე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ნაკ­ლებ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ან­დრო­ი­დულ სიმ­სუქ­ნეს­თან შე­და­რე­ბით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბია მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს: ქვე­და კი­დუ­რე­ბის ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, სახ­სრე­ბის და ხერ­ხემ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

მა­მა­კა­ცებ­ში "ქა­ლუ­რი ტი­პის სიმ­სუქ­ნის" დროს შე­საძ­ლოა, სის­ხლში ქა­ლუ­რი ჰორ­მო­ნის - ესტრო­გე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყოს მო­მა­ტე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რომ ცხი­მო­ვან ქსო­ვილ­ში არ­სე­ბუ­ლი ფერ­მენტ არო­მა­ტა­ზას მეშ­ვე­ო­ბით მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნი - ტეს­ტოს­ტე­რო­ნი გარ­და­იქ­მნე­ბა ესტრო­გე­ნად.

თუ მა­მა­კა­ცებ­ში სიმ­სუქ­ნის დროს ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის ზო­მა­ში მა­ტე­ბა და თეთ­რი ფე­რის - რძი­სებ­რი გა­მო­ნა­დე­ნი მკერ­დი­დან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გან­ვსა­ზღვროთ სის­ხლში ჰორ­მო­ნი - პრო­ლაქ­ტი­ნი. მა­მა­კა­ცებ­ში გი­ნო­ი­დუ­რი სიმ­სუქ­ნის დროს მიმ­დი­ნა­რე ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ძვრე­ბი შე­საძ­ლოა, უშ­ვი­ლო­ბის და სქე­სობ­რი­ვი დის­ფუნ­ქცი­ის მი­ზე­ზი გახ­დეს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო­უ­ლად ჩა­ტარ­დეს ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი, დად­გინ­დეს მი­ზე­ზე­ბი და და­ი­ნიშ­ნოს მკურ­ნა­ლო­ბა.

სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე ნა­წილ­ში (მუ­ცე­ლი, სახე, მკლა­ვე­ბი) მე­ტად დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ცხი­მი რაზე მი­ა­ნიშ­ნებს?
რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ მუ­ცელ­ზე დაგ­რო­ვი­ლი ცხი­მი ყვე­ლა­ზე მავ­ნე ცხი­მია და სა­ჭი­რო­ებს დრო­უ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას მის მო­სა­ცი­ლებ­ლად. მუ­ცელ­ზე დაგ­რო­ვი­ლი ცხი­მი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ მო­მა­ტე­ბუ­ლია ცხი­მი ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს შო­რის და მათ ირ­გვლივ, ასე­ვე იმა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ სის­ხლში მო­მა­ტე­ბუ­ლია „ცუდი“ ქო­ლეს­ტე­რი­ნის დონე, რაც აზი­ა­ნებს სის­ხლძარ­ღვის კე­დელს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხეს, თუ სახე მომრგვა­ლე­ბუ­ლია, რა­საც მე­დი­ცი­ნა­ში „მთვა­რი­სებრ სა­ხეს“ უწო­დე­ბენ, ლო­ყებ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა სი­წით­ლე და ამავდრო­უ­ლად მუ­ცელ­ზე შე­ნიშ­ნეთ მო­ვარ­დის­ფრო სტრი­ე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩა­ტარ­დეს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი კუ­შინ­გის და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­სა­რი­ცხად, რომ­ლის დრო­საც სის­ხლში თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნის - კორ­ტი­ზო­ლის კონ­ცენ­ტრა­ცია იმა­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მკლა­ვებს, მკლა­ვებ­ზე ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის მა­ტე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ ჰორ­მო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვა­ზე არ მიგ­ვა­ნიშ­ნებს, ის შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს ცენ­ტრა­ლურ (ანუ ან­დრო­ი­დულ) სიმ­სუქ­ნეს.

ცხი­მის არა­თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის აღ­ნა­გო­ბაც ხომ არ გან­სა­ზღვრავს?
სხე­უ­ლის აღ­ნა­გო­ბას, ანუ მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ "ფორ­მებს“ მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქა­ლებ­ში გი­ნო­ი­დუ­რი სიმ­სუქ­ნის დროს, რო­დე­საც ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ნა­წილ­დე­ბა უმე­ტე­სად თე­ძოს და ბარ­ძა­ყის მი­და­მო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ან­დრო­ი­დულ სიმ­სუქ­ნეს, რომ­ლის დრო­საც თვალ­სა­ჩი­ნოა მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბის ზრდა, უმე­ტე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვე­ბი­თი ჩვე­ვა, უმოძ­რაო ცხოვ­რე­ბის წესი და ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი.

არის შემ­თხვე­ვე­ბი - დი­ე­ტის შემ­დეგ უმე­ტე­სად ბარ­ძა­ყე­ბის არე­ში სხე­უ­ლის მა­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კლე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ასე­ვე მუც­ლის არე­შიც... რა ახ­სნა აქვს ამას?
დი­ე­ტის დროს ბარ­ძა­ყის არე­ში კლე­ბა შე­და­რე­ბით გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმ­სუქ­ნე არ არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბას­თან, ასეთ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი ვარ­ჯი­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მუც­ლის არეს, მუც­ლის არე­ში წო­ნის კლე­ბა სწო­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და ცხოვ­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია. რთულ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც გარ­თუ­ლე­ბუ­ლია და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

გე­ნე­ტი­კა არის თუ არა ამ პრო­ცე­სებ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლი?
იშ­ვი­ა­თია სიმ­სუქ­ნის მო­ნო­გე­ნუ­რი ფორ­მე­ბი, ანუ ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში არის სიმ­სუქ­ნე მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კას­თან კავ­შირ­ში. სიმ­სუქ­ნე მულ­ტი­ფაქ­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, სა­დაც მემ­კვიდ­რულ ფაქ­ტორ­თან ერ­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი. ხში­რად კვე­ბი­თი ჩვე­ვა გა­და­დის შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე, რაც ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­ნა­პი­რო­ბებს სიმ­სუქ­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

და­ა­ვა­დე­ბე­ბის კუ­თხით რა რის­კე­ბი არ­სე­ბობს, თი­თო­ე­უ­ლი ცხიმგრო­ვა - ასე რომ ვთქვათ - რაზე მი­ა­ნიშ­ნებს? რა რის­კე­ბი არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით?
მუც­ლის არე­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ცხი­მი ზრდის ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს რო­გო­რე­ბი­ცაა: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ზო­გი­ერ­თი სიმ­სივ­ნე, ალ­ცჰა­ი­მე­რი და­ა­ვა­დე­ბა; ქა­ლებ­ში იზ­რდე­ბა ჭარბთმი­ა­ნო­ბის, მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის რე­გუ­ლა­რო­ბის დარ­ღვე­ვის, უშ­ვი­ლო­ბის რის­კი.

ქა­ლებ­ში ბარ­ძა­ყე­ბი და თე­ძო­ე­ბის არე­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ცხი­მის დროს ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის, სახ­სრე­ბის და­ა­ვა­დე­ბის, ხერ­ხემ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი მა­ტუ­ლობს. სა­ხის არე­ში შე­შუ­პე­ბა შე­საძ­ლოა, იყოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. მა­მა­კა­ცებ­ში ცხი­მის ე.წ. ქა­ლუ­რი ტი­პით გა­და­ნა­წი­ლე­ბა მიგ­ვა­ნიშ­ნებს მა­მა­კა­ცურ და ქა­ლურ ჰორ­მო­ნებს შო­რის დის­ბა­ლანსზე.

რა არის ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მო­სა­ვა­ლი - რო­გო­რია ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის რჩე­ვა?
სიმ­სუქ­ნის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პირ­ველ რიგ­ში მივ­მარ­თოთ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, იმის­თვის, რომ დად­გინ­დეს ერთი მხრივ სიმ­სუქ­ნის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და მე­ო­რე მხრივ ის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი, რაც სიმ­სუქ­ნემ გა­მო­იწ­ვია. სა­სურ­ვე­ლია, თავი შე­ვი­კა­ვოთ თვით­ნე­ბუ­რი, ხან­მოკ­ლე, სტრე­სუ­ლი დი­ე­ტე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ხში­რად აზი­ა­ნებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მას, რაც თა­ვის მხრივ, ხე­ლის­შემ­შლე­ლი ხდე­ბა ჯან­სა­ღი კვე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით მო­მა­ვალ­ში. ხში­რად მსგავ­სი თვით­ნე­ბუ­რი სტრე­სუ­ლი დი­ე­ტე­ბი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბულ ძღო­მის და შიმ­ში­ლის ცენ­ტრზე, შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ მა­დის უკონ­ტრო­ლო გაძ­ლი­ე­რე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის და­გეგ­მვა ეტა­პობ­რი­ვად, დო­ზი­რე­ბუ­ლად, რომ არ გა­და­იტ­ვირ­თოს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა. ამ­რი­გად, ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მო­სა­ვა­ლი არის ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი და ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა კვე­ბი­თი და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას.

წყარო: https://www.beaumonde.ge