რჩევები პაციენტებს ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით
28 ნოემბერი, 2022
თერაპიის სახლის ექიმი, მედიცინის დოქტორი ლალი ანდრიაშვილი ვირუსულ ინფექციებსა და გაციებებზე:
- გარემო ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, უამრავი ბავშვი თუ მოზრდილია ავად ე.წ გაციებითი დაავადებით. ამ პრობლემის ამოცნობა არ არის რთული, რადგან ახასიათებს გამოხატული სიმპტომები:
1. მაღალი ტემპერატურა
2. სურდო
3. ხველა
4. ყელისა და გულმკერდის ტკივილი
ამ სიმპტომების გამომწვევი ხშირად ვირუსული ინფექციაა, რომელსაც თავისი 3-5 დღიანი ციკლი აქვს და ორგანიზმის ადექვატური დახმარებით - ბევრი თბილი სითხით, სითბო და სიპტომური საშუალებებით, გართულების გარეშე დაიძლევა.
თუმცა არსებობს საყურადღებო ნიშნები, როდესაც საჭიროა ექიმის ჩართულობა, ასეთებია:
1. თუ მაღალი ცხელება არ ემორჩილება სიცხის დამწევ პრეპარატებს
2. ხველა ძლიერი და შეტევითი ხასიათისაა
3. ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყიფილებელი (ძლიერი ადინამია, მივარდნილობა, არაადექვატურობა)
4. სუნთქვა ხშირი და ხმაურიანია
5. თან ახლავს ღებინება ან დიარეა
ამ სიმპტომების ან რომელიმე მათგანის არსებობის შემთხვევაში საჭიროა ვიზიტი ექიმთან!
თერაპიის სახლში ამ პრობლემების მართვა შესაძლებელია ბუნებრივ სუბსტანციაზე დამზადებული Weleda და Wala -ს პრეპარატებით, რომლებსაც არ გააჩნიათ გვერდითი მოვლენები, ხელს უწყობს ორგანიზმს დაძლიოს დაავადება და გამოიმუშაოს ბუნებრივი იმუნიტეტი.
ვისაც გამოუცდია ჩვენი ჯადოსნური პრეპარატების სიკეთე, დამეთანხმება რომ გრიპი და გაციება შესაძლო გართულებების გარეშე გაივლის.
კლინიკაში ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე
0322 011 330
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება