როგორ ამოვიცნოთ ანემია?
22 ივლისი, 2025
ცოდნა გვიცავს
ანემია ყალიბდება მაშინ, როდესაც სისხლში ერითროციტების, იგივე სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა ან/და სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაცია მცირდება. ამ მიზეზით ორგანოებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება, რაც ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებას უშლის ხელს.
საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მძიმე გართულებებისგან დასაცავად, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ მისი სიმპტომების ამოცნობა:
საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა,
უენერგიობა, ძილიანობა
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
კანისა და ლორწოვანი გარსის
სიფერმკრთალე
კანის ქავილი
ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა
გულის რიტმის დარღვევები
ქოშინი
დისკომფორტი და ტკივილი ქვემო კიდურებში
ინსტრუმენტულ/ლაბორატორიული კვლევები, რომელიც გვეხმარება ანემიის დიაგნოსტიკაში:
ფერიტინი
რკინა
სისხლის საერთო ანალიზი და ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)
ანემიის სამართავად ხშირად მხოლოდ სწორი კვება საკმარისი არ არის და საჭირო ხდება დეფიციტური ნივთიერებების მარაგის შესავსებად შესაბამისი პრეპარატებისა და ინიექციების დანიშვნაც.
სრულფასოვანი მკურნალობის დასანიშნად და ანემიის ეფექტიანად სამართავად მიმართეთ ჰემატოლოგს.
წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 2 57 57 57
კლინიკა
თოდუას კლინიკა
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება