როგორ ამოვიცნოთ არტერიული ჰიპერტენზია?
09 ივნისი, 2025
რა არის არტერიული ჰიპერტენზია?
მაღალი არტერიული წნევა ანუ არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება მაშინ, როდესაც გულის მიერ გამოტყორცნილი სისხლის ნაკადი ძლიერ ზეწოლას ახდენს არტერიების კედლებზე.
საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მძიმე გართულებებისგან დასაცავად, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ მისი სიმპტომების ამოცნობა:
უეცრად აღმოცენებული ძლიერი თავის ტკივილი
სუნთქვის გაძნელება
გაბრუება/ თავბრუსხვევა
მხედველობის დაბინდვა
ყურებში შუილი
გულისრევის შეგრძნება/ ღებინება
სიმძიმე/ დისკომფორტი გულმკერდის არეში
გულისცემის აჩქარება/ გულის ფრიალის შეგრძნება
შესაძლოა ცხვირიდან სისხლდენა
თუ წნევა არის 180/120 ეს არის მომენტი,
როდესაც საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ინსტრუმენტულ/ლაბორატორიული კვლევები, რომელიც გვეხმარება არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკაში:
ეკგ
ექოკარდიოგრაფია
ლაბორატორიული ანალიზები - (სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი, შარდის საერთო და სხვა).
დაავადების პირველ ეტაპზე პროფილაქტიკური ღონისძიებები - ცხოვრების წესის შეცვლა, მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება გვეხმარება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში. თუ ამ ღონისძიებების დაცვა და/ან განხორციელება უშედეგოა, საჭიროა მედიკამენტური თერაპიის დაწყება.
კლინიკა
თოდუას კლინიკა
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება