როგორ დავადგინოთ მცენარეული (სეზონული) ალერგია?
10 ივნისი, 2025
სეზონური ალერგია
ზაფხული - მაღალ ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების მტვრის მარცვლების (ალერგენების) გავრცელების პერიოდია
როგორ დავადგინოთ გვაქვს თუ არა მცენარეული (სეზონური) ალერგია?
კანის სინჯით - მარტივი და სწრაფი ტესტით, რომლის დროსაც ხდება მცენარეული ექსტრაქტის დატანა კანზე და დამნაშავე ალერგენების გამოვლენა უმოკლეს დროში. აღნიშნული ბიუჯეტური დიაგნოსტიკა ტარდება, თუ პაციენტი არ იღებს ანტიჰისტამინურ მედიკამენტს. დიაგნოსტიკის ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია სეზონის დადგომამდე.
სისხლით - სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრით, რომლის დროსაც ვლინდება, კონკრეტულად რომელი მცენარის მიმართ არის პაციენტი ალერგიული. აღნიშნული ანალიზი კეთდება მაშინ, როდესაც კანის სინჯებით პასუხის დადგენა სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელია. *ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება არ ახდენს გავლენას კვლევის შედეგებზე.
თუ კი მრავალ მცენარეზე და სხვადასხვა სეზონზე გაქვთ ეჭვი, ასევე გეგმავთ, მომავალში ჩაიტაროთ ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია, მაშინ მრავალ კომპონენტური მოლეკულური დიაგნოსტიკა საუკეთესო არჩევანია.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება