როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ
13 მარტი, 2020
როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ
როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ
როგორ დავუხვდეთ ვირუსებს, მათ შორის COVID-19- ს მზადყოფნაში? -კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმება ამ დღეებში.
პასუხი ჩვენს იმუნურ სისტემას აქვს - ის ძლიერი უნდა იყოს. იმუნური სისტემის უჯრედები და დაცვის სხვა ფაქტორები წარმაოდგენს ჩვენს დამცველ გვარდიას ათასობით ვირუსისა და ბაქტერიის წინააღმდეგ.
რა უნდა გავაკეთოთ?
- თუ თქვენ მწეველი ხართ, შეწყვიტეთ ან მინიმუმამდე დაიყვანეთ თამბაქოს მოხმარება - ის ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის მხრივ გართულებათა განვითარებას, ამცირებს ორგანიზმში C ვიტამინის დონეს, რაც მნიშვნელოვანია, ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო რეაქციების წარმართვისათვის.
- შეწყვიტეთ ალკოჰოლის ხშირი გამოყენება
- საკვებ რაციონში შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული. ეს ვიტამინებითა და აუცილებელი მინერალებით სავსე პროდუქტებია, ყველა ამ ნივთიერებას თავისი როლი აქვს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.
- თუ კვება არაბალანსირებულია, თქვენი ექიმის რჩევით მიიღეთ შესაბამისი საკვები დანამატები
- აკონტროლეთ წონა
- თუ გაწუხებთ მაღალი წნევა, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ის - მაღალი არტერიული წნევა გართულებათა ერთ-ერთი განმაპირობებელია
- აუცილებელია სრულფასოვანი ძილი - ღამის ძილის დროს ორგანიზმში ის ნივთიერებები გამომუშავდება, რაც აუცილებელია მიკრობების დასამარცხებლად.
- ივარჯიშეთ - რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს სასიცოცხლო ძალებს და კარგ განწყობასაც შეგიქმნით.
- აკონტროლეთ სტრესის დონე - სტრესის ჰორმონების ზეგავლენით ანთებითი პროცესების გაქტივება ხდება. მცირდება იმუნურ რეაქციებში მონაწილე უჯრედების რიცხვი.
და ბოლოს, დაიცავით ჰიგიენის წესები - დაიბანეთ ხელები ხშირად, საჭიროებისას გამოიყენეთ ალკოჰოლისშეცველი დეზინფექტანტები, გაწმინდეთ საოფისე მაგიდები, მობილური ტელეფონები, ნივთები, რასაც ხშირად ეხებით, თავი აარიდეთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და აუცილებლად დარჩით შინ, თუ ავად ხართ.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება