როგორ ვლინდება კანზე ალერგიული რეაქცია პოლინოზის დროს
17 აგვისტო, 2025
თივის ცხელება
პოლინოზის (თივის ცხელება) კანის ფორმა გულისხმობს კანის ალერგიულ რეაქცის, რომელიც გამოწვეულია მცენარეთა მტვრის პირდაპირი ზემოქმედებით.
პოლინოზი ჩვეულებრივ განიხილება, როგორც თვალებისა და ცხვირის, ბრონქების დაზიანება, თუმცა ზოგიერთ ადამიანში მას შეუძლია კანზე სიმპტომების გამოწვევა.
პოლინოზის კანის ფორმის ტიპიური მახასიათებლები:
სეზონური ხასიათი – ვლინდება ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს და სრულდება, როდესაც დამნაშავე მცენარე ასრულებს ყვავილობას;
გამონაყარის ლოკაცია– კანის ღია ადგილები: სახე, ქუთუთოები, კისერი, წინამხრები, ხელები;
მაპროვოცირებელი ფაქტორები – გარე სივრცე, ქარიანი და მზიანი ამინდი.
დიაგნოსტიკა:
კანის ტესტები ან სპეციფიკური IგE -ს პოზიტიურობის განსაზღვრა მცენარეთა მტვრის მიმართ;
მოლეკულური დიაგნოსტიკა.
მართვა
ალერგიული რეაქციის თავიდან აცილება:
ქარიან და მზიან ამინდში დარჩით სახლში;
ატარეთ მზის სათვალე, გრძელმკლავიანი ბამბის გრილი სამოსი, ქუდები;
გარეთ ყოფნის შემდეგ მიიღეთ შხაპი და გამოიცვალეთ ტანსაცმელი;
გამოიყენეთ კანის ბარიერული კრემები (ამცირებს მცენარეილი მტვრის პირდაპირ ზემოქმედებას).
არ დაგავიწყდეთ ალერგოლოგის მიერ დანიშნული პრეპარატების სეზონურად მიღება.
ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია იმ შემთხვევშია მოწოდებული თუკი კანის ფორმასთან ერთად გაქვთ სიმპტომები ზედა სასუნთქი სისტემის მხრივაც.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება