სახსრების დეგენერაციული დაავადებები
09 ნოემბერი, 2025
რა არის ოსტეოართრიტი?
სახსრის დაზიანებას მრავალი მიზეზი აქვს - შეიძლება იყოს ანთებითი ან არაანთებითი ხასიათის, გამოწვეული ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, კუნთოვან-იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი დეფექტით და სხვა.
ყველაზე გავრცელებული სახსრის არაანთებითი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი) — ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც სახსრის ხრტილი თანდათან ცვდება, ჩნდება ოსტეოფიტები, ვითარდება დეფორმაცია, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა.
დროთა განმავლობაში შეიძლება საჭირო გახდეს სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური სახსრით (ენდოპროტეზირება).
ყველაზე ხშირად ვხვდებით:
მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს - კოქსართროზი
მუხლის სახსრის ართროზს - გონართროზი
ასევე ხერხემლის დაზიანებებს - ოსტეოქონდროზი და სპონდილოზი
ოსტეოართრიტისთვის დამახასიათებელია სტარტული ტკივილი - მოძრაობის დაწყებისას გაძლიერებული ტკივილი, კიბეზე ასვლის ან ჩამოსვლის გაძნელება, თუმცა ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში არ აღინიშნება.
განვითარების ძირითადი მიზეზებია: ასაკი, ჭარბი წონა, ტრავმები, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა ან, პირიქით, უმოძრაო ცხოვრების წესი.
პრევენცია კი მარტივია:
შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
დაიცავით ფიზიკური აქტივობის ზომიერი რეჟიმი (იოგა, ცურვა, სიარული განსაკუთრებით ეფექტურია)
მიაქციეთ ყურადღება ყოველდღიურ მოძრაობასა და სწორ კვებას
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:032 2 232 232
ზ. ანჯაფარიძის II შეს. N6 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება