3 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
01 დეკემბერი, 2025
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გამოფენა-გაყიდვა
3 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება გამოფენა-გაყიდვა „ხელით შექმნილი ინკლუზიური სივრცე“.
ღონისძიება ერთდროულად ორ ლოკაციაზე ჩატარდება:
სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ – სადგურის მოედანი 2, მე-3 სართული;
სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ – ც. დადიანის 7, მე-2 სართული.
დრო: 13:00–18:00.
გამოფენა-გაყიდვა გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
მონაწილეები იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროგრამებში ჩართული სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების ბაზაზე მოქმედი სოციალური საწარმოების ბენეფიციარები.
დაგხვდებათ მრავალფეროვანი ხელნაკეთი პროდუქტები: აქსესუარები; სამკაულები; სათამაშოები; დეკორატიული ნივთები და სხვა უნიკალური ხელნაკეთი ნივთები.
ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა, მათი სოციალური ჩართულობის გაზრდა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.
გელით 3 დეკემბერს! ერთად დავუჭიროთ მხარი სოციალურ ინიციატივას და ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთების შეძენით შევუწყოთ ხელი მათ სოციალურ ინტეგრაციას, თვითრეალიზაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.
გამოფენა-გაყიდვა „ხელით შექმნილი ინკლუზიური სივრცე“ გაიმართება 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე სავაჭრო ცენტრებში „თბილისი ცენტრალი“ და „ქარვასლა“.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება