შოკოლადი - ზრუნვა ტვინის ჯანმრთელობაზე
04 ივლისი, 2017
მეცნიერები აცხადებენ, რომ შოკოლადი ტვინის ფუნქციონირებისთვის ძალიან სასარგებლოა
მეცნიერები აცხადებენ, რომ შოკოლადი ტვინის ფუნქციონირებისთვის ძალიან სასარგებლოა.
ეს გემრიელი პროდუქტი ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შოკოლადში არსებული ქიმიკალი სახელწოდებით ფლავანოლი კურნავს უძილობასაც. ფლავანოლი ბუნებრივი ნაერთია, რომელიც ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას და აქვს დამცავი ეფექტი.
ნაშრომზე მუშაობდნენ ლაკვილას უნივერსიტეტის მეცნიერები.
„შავი შოკოლადი მდიდარია ფლავანოლით. რაც შეეხება ზოგადად შოკოლადის გვერდით მოვლენას. როგორც წესი ასოცირდება კალორიებთან და განსაკუთრებით მაშინ, თუ მასშია ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა შაქარი ან რძე“, – აცხადებს კვლევის ავტორი, ვალენტინა სოჩი.
მეცნიერებმა კაკაოს ფლავანოლის ეფექტი შეისწავლეს. კვლევა გრძელდებოდა 5 დღიდან 3 თვემდე. ექსპერიმენტში ძირითადად ჩართულები იყვნენ ხანდაზმული ადამიანები. კვლევამ ცხადყო, რომ ასაკოვანი ადამიანის ტვინის ფუნქციონირებას ხელი შეუწყო შოკოლადმა. ამასთან, გაუმჯობესდა კონცენტრაციისა და მეტყველების უნარი, ასევე მეხსიერება.
კლინიკა
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება