რატომ უჭირს ასაკში მყოფ ადამიანს წონაში დაკლება?
06 აპრილი, 2017
გარკვეულ ასაკში ყველა ადამიანი გრძნობს ფიზიოლოგიურ ცვლილებას.
რატომ უჭირს ასაკში მყოფ ადამიანს წონაში დაკლება?
გარკვეულ ასაკში ყველა ადამიანი გრძნობს ფიზიოლოგიურ ცვლილებას.
ცხიმი განსაკუთრებით მუცლის არეში გროვდება. ამას გარკვეული მიზეზები აქვს, მათ შორის, ჰორმონული. მარტივად რომ ვთქვათ, ახალგაზრდასთან შედარებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა ასაკოვანს გაცილებით მეტად უჭირს. თუ ახალგაზრდა ლამაზ ფიგურას დილით სირბილის წყალობით იბრუნებს/ინარჩუნებს, 50 წლის ადამიანს გაცილებით მეტი შრომა უწევს, რომ სადილზე მიღებულ კალორიებს დაემშვიდობოს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც გარკვეულ ასაკში მყოფ ადამიანს წონაში დაკლება უჭირს:
ჰორმონები
ტესტოსტერონი მამაკაცის ბუნებრივი, მოხდენილი ტანის საიდუმლოა. ეს ჰორმონი ეხმარება კუნთს, მეტაბოლიზმს და ახდენს დიაბეტის პრევენციას. როცა ტესტოსტერონის დონე ეცემა, ორგანიზმი სწრაფად იმარაგებს ცხიმს და უფრო ხშირად ღიპის სახით.
რაც შეეხებათ ქალბატონებს – ესტროგენის მაღალი დონე ხელს უწყობს ცხიმის ქსოვილის ფორმირებას. 35 წლიდან ორივე ჰორმონის, ესტროგენისა და პროგესტერონის დონე მნიშვნელოვნად მცირდება. ამის გამო კი დიდია იმის რისკი, რომ წონაში მოიმატოთ.
კუნთის მასის დაკარგვა
ეს არის მეტაბოლიზმის ფუნქციონირების დაქვეითების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი. კუნთის ქსოვილი გლუკოზის უდიდესი მომხმარებელია. ასაკის მატებისას თუ ვერ შეინარჩუნებთ კუნთის მასას, ორგანიზმი სათანადოდ ვერ გამოიყენებს ამ გლუკოზას. შემდეგ კი ეს გლუკოზა გადაიქცევა ცხიმად.
მეცნიერები 55 წელს გადაცილებულ ადამიანებს ურჩევენ, რომ ხშირად მიიღონ ცილა, რომელიც სასარგებლოა როგორც კუნთისთვის, ასევე მეტაბოლიზმისთვის.
კლინიკა
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება