უნიკალური ანგიოგრაფი
27 თებერვალი, 2017
ქირურგიის ეროვნული ცენტრის უნიკალური ანგიოგრაფი
ჩვენს ცენტრში გაიხსნა ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც აღიჭურვა SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12. მსგავსი აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც მხოლოდ იაპონიაში წარმოებს.
ანგიოგრაფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს. მისი უპირატესობაა 2 მკლავი, რომელიც შეუცვლელია ამ ტიპის ჩარევების დროს გამოსახულების მაქსიმალური ხილვადობის მისაღწევად. ანგიოგრაფზე სამუშაოდ რამდენიმე ექიმი გადამზადდა უცხოეთში, შესაბამისად, ჩვენი კლინიკის ქირურგები ატარებენ ურთულეს მანიპულაციებს.
ანგიოგრაფის გამოყენებით მკვეთრად მცირდება ოპერაციის ხანგრძლივობა. მისი დახმარებით შესაძლებელია თავის ტვინის მალფორმაციის, თავის ტვინის სიმსივნის, რთული ლოკალიზაციისა და დიდი ზომის ანევრიზმის, საძილე არტერიის თრომბოზის, ხერხემლის არტერიისა და საძილე არტერიის სტენოზის რთულ შემთხვევათა ოპერირება.
2016 წელს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 200–ზე მეტი ურთულესი ოპერაცია ჩატარდა!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი თანამშრომლობს სტენტებისა და სტენტ–გრაფტების მწარმოებელ ცნობილ კომპანიებთან, რომელთა სტენტებისა და სტენტ–გრაფტების მარაგი საშუალებას გვაძლევს პროცესები უწყვეტ რეჟიმში ვმართოთ და შესაბამისად, გადაუდებელი ოპერაციები ჩავატაროთ მაშინვე დაყოვნების გარეშე.
ანაზღაურების სისტემა მოქნილია, უდიდეს ნაწილს აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!
კლინიკა
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება