უშვილობა და მისი გამომწვევი მიზეზები
17 ივლისი, 2017
უშვილობა მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. უშვილობას უნაყოფობას, სტერილობასაც უწოდებენ. მისი სიხშირე საშულოდ 15-18%-ია.
უშვილობა მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. უშვილობას უნაყოფობას, სტერილობასაც უწოდებენ. მისი სიხშირე საშულოდ 15-18%-ია.
უშვილობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. როცა წყვილი – ქალი და მამაკაცი ერთი წლის განმავლობაში ეწევა რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშულებებს და არ დგება ორსულობა, ეს პირველადი უშვილობაა. თუ ქალს ერთხელ მაინც ჰქონდა ორსულობა, რომელიც დასრულდა ჯანმრთელი შვილის დაბადებით ან ორსულობა შეწყდა რომელიმე ვადაზე და ამის შემდეგ ქალი აღარ ორსულდება, ეს მეორადი უშვილობაა.
უშვილობაში "დამნაშავე" შიძლება იყოს ქალი (40%-ში), მამაკაცი (40%-ში) ან ორივე ერთად (20%-ში). უშვილობის მიზეზები ძალიან ბევრია. ყველაზე ხშირია ანთებითი დაავადებებით გამოწვეული უშვილობა, რასაც თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა ინფექცია. ისინი აზიანებენ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებს, ქალებში იწვევს საშვილოსნოს მილების გაუვალობას, შეხორცებებს, კაცებში – თესლგამომტანი სადინარის დახშობას და აზოოსპერმიას – სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობას. შემდეგ მოდის ჰორმონული დარღვევები, ქალის ორგანიზმში არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება – ოვულაცია და შესაბამისად არ ხდება განაყოფიერება.
იმუნური დარღვევები – წყვილთა შეუთავსებლობა, გენეტიკური დაავდებები, საშვილოსნოს და საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები – მიომა (ფიბროიდები), ენდომეტრიოზი, პოლიპები, სინექიები (შეხორცებები), სისხლის შედედების სისტემის ცვლილებები უშვილობის ხშირი მიზეზია.
არსებობს დაუდგენელი მიზეზებით გამოწვეული უშვილობაც. ძალზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი – უშვილობით გამოწვეული სტრესი კიდევ უფრო ამძიმებს ამ პრობლემას და თავად ხდება ხელის შემშლელი დაორსულებაში.
ავტორი: ლალი ფხალაძე
კლინიკა
პროფ. ჟორდანიას და პროფ. არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება