ხშირად დასმული კითხვები მარილთან დაკავშირებით
14 ნოემბერი, 2022
ხშირად დასმული კითხვები მარილთან დაკავშირებით
კითხვა: ბავშვებსაც შეზღუდული რაოდენობით მარილი უნდა მიეცეთ?
პასუხი: დიახ. რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდებაბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.
კითხვა: რა რაოდენობით მარილი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად?
პასუხი: თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.
კითხვა: რომელი პროდუქტი შეიცავს მარილს დიდი რაოდენობით?
პასუხი: მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები. თუ გიჭირთ, საერთოდ უარი თქვათ ზოგიერთი მათგანის მიღებაზე, გახსოვდეთ, მათი მოხმარება აუცილებლად უნდა შეზღუდოთ.
კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს, პროდუქტებში მარილის შემცველობის დონე მაღალია თუ დაბალი?
პასუხი: დაბალი შემცველობა: 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე;
საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე;
მაღალი შემცველობა: 1.5 გრ მარილზე მეტი ან 0.5გრ Na 100 გრ პროდუქტზე.
კითხვა: რა განსხვავებაა მარილსა და Na-ს შორის?
პასუხი: Na მარილის შემადგენელი ნაწილია.
კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს პროდუქტებში მარილის შემცველობა, თუ ეტიკეტზე მხოლოდ Na-ის რაოდენობა იქნება მითითებული
პასუხი: ხშირად ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას როგორც Na-ის, ასევე მარილის შემცველობის შესახებ, მაგრამ თუ მხოლოდ Na-ის შემცველობაა მოცემული, იგი უნდა გაამრავლოთ 2.5-ზე და მიიღებთ მარილის რაოდენობას.
კითხვა: მიყვარს მარილიანი საკვები, რა ალტერნატივა შეიძლება გამოვიყენო?
პასუხი: საკვების გემოვნებითი ღირებულების ასამაღლებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაციონალური სანელებლები, ლიმონის წვენი, ძმარი, ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და სხვ.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება