ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
"ავერსი-რაციონალი" პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი მოიპოვა

"ავერსი-რაციონალი" პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი მოიპოვა

02 თებერვალი, 2021

,,ავერსი-რაციონალს“  2021 წლის 1 თებერვალს გადაეცა საქართველოში პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატი, რომელიც, ადასტურებს საწარმოს და აქ წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს.

 

„ავერსი-რაციონალმა“ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო ევროპული GMP EU სერტიფიკატი გერმანული კომპანია TÜV SÜD Industie Service, GmbH-ის მიერ.

 

გასულ წელს „ავერსი-რაციონალმა“ მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი, რომელიც ასევე პირველია საქართველოში.

 

„ავერსი-რაციონალი“ ფლობს ISO 9001-ის გერმანულ სერტიფიკატს (TÜV SÜD Management Service GmbH). საწარმოს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები 2014 წლიდან არიან აკრედიტებულნი ISO 17025-ის მიხედვით. ისინი რეგულარულად, წარმატებით მონაწილეობენ EDQM-ისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კონკურსებში.

 

,,ავერსი-რაციონალი“ საქართველოში პირველია, ვინც ეს სერტიფიკატი მოიპოვა.

 

აღნიშნული ინსპექტირება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სავალდებულო მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან გახდება და ძალზედ საამაყოა, რომ ,,ავერსი-რაციონალმა“, როგორც ევროპული სტანდარტების მქონე საწარმომ, საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით რეჟიმში მოითხოვა აღნიშნული ინსპექტირების ჩატარება, რომელიც  წარმატებით გაიარა.

 

გაცემული პირველი ნაციონალური GMP -  სერტიფიკატი  კომპანიისთვისაც და ზოგადად დარგისთვისაც, ისტორიული მნიშვნელობისაა. 

აღნიშნული სერტიფიკატი, სხვა მანამდე არსებულ სერტიფიკატებთან ერთად, კვლავაც ადასტურებს "ავერსი-რაციონალის" და აქ  წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს!

 

 

კომპანია

ავერსი ფარმა

ავერსი ფარმა

ქ.თბილისი, ჭირნახულის ქ. 14
რეკლამა

ბოლო სიახლეები

რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ