საბავშვო ბიოკოსმეტიკა ნატურავერდე უკვე საქართველოშია
10 ოქტომბერი, 2019
"ავერსი" საბავშვო ბიოკოსმეტიკის ახალ ბრენდს გაგაცნობთ
"ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა უკვე საქართველოშია - "ავერსი" იტალიური ბრენდის პროდუქციას გთავაზობთ.
3 წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი ევროპული ნაწარმის ასორტიმენტი, რომელიც "ავერსის" სააფთიაქო ქსელში ექსკლუზიურად გახლავთ წარმოდგენილი, მრავალფეროვანია:
საბავშვო ზეთი
დასაბანი გელი
შამპუნი
საფენქვეშა საცხი
თხევადი საპონი
აბაზანის ქაფი
შხაპგელი
სველი საწმენდი
დედებს საკუთარი პატარებისთვის ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო სურთ, ამიტომ მათთვის საჭირო პროდუქციის შეძენისას უპირატესობას ხარისხიან, ბიოლოგიურად სუფთა და ნატურალურ ნაწარმს ანიჭებენ. ბიოკოსმეტიკა ამ ყველაფერს თავისთავად გულისხმობს - აღნიშნა "ავერსის" პროდაქტ-მენეჯერმა თამუნა რამიშვილმა. მისივე თქმით, ჩვილები და სამ წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ქიმიკატებისა და მავნე დანამატების მიმართ, ხოლო "ნატურავერდეს" პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური ინგრედიენტებით დამზადებული კოსმეტიკაა, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ჩვენი პატარებისთვის.
"ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა არ აბინძურებს გარემოს და აქცენტს მცენარეულ პროდუქტებზე სვამს.
P.S კომპანია "ნატურავერდე" ნაწარმის ცხოველებზე გამოცდის პრაქტიკაზე უარს აცხადებს.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ